ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად ჩეხი მაგდალენა გრონო დანიშნეს - ამის შესახებ X-ზე ევროკავშირში ჩეხეთის წარმომადგენლობა იტყობინება.
მაგდალენა გრონო შარლ მიშელის საგარეო პოლიტიკის მრჩეველია. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე ტოივო კლარს ჩაანაცვლებს, გადაწყვეტილებას კი საბოლოოდ ევროპული საბჭო უახლოეს დღეებში დაამტკიცებს.
გრონოს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოგვარებისა და მართვის მიმართულებით მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს - მუშაობს ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა დღის წესრიგზე.