მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელთან გამართავს შეხვედრას

შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილი
BM. GE
01.09.23 00:02
17

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველ სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, ამასთან ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ანონსი გამოქვეყნებულია ევროპული საბჭოს ვებგვერდზეც. 

31 აგვისტოს კი, სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. 

გუშინ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტი გერმანიაში ვიზიტით კონსტიტუციას არღვევდა, რადგანაც მათ ამ ვიზიტზე თანხმობა არ გაუციათ. ამასთან, მთავრობამ გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, სადაც პრეზიდენტს ოფიციალურ ვიზიტზე უარი უთხრეს. თუმცა ამ განცხადებაში არ ყოფილა ახსნილი თუ რის გამო უთხრეს პრეზიდენტს ვიზიტებზე უარი.

"გვსურს გამოვეხმაუროთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობას აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით წინადადებით 2023 წლის 12 ივლისს მიმართა, რაზეც საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის თანახმად.

ასევე, პრეზიდენტს ოფიციალურად,  წერილობით  ეთქვა უარი 22-24 აგვისტოს უკრაინაში, 16 სექტემბერს შვეიცარიის კონფედერაციაში, 2-3 ოქტომბერს პოლონეთის რესპუბლიკაში, 4-6 ოქტომბერს ბელგიის სამეფოში, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით დანიის სამეფოში და 1-2 დეკემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტებზე.

სალომე ზურაბიშვილს ასევე უარი ეთქვა 27-29 სექტემბერს ბულგარეთის რესპუბლიკაში, 10-12 დეკემბერს ჩეხეთის რესპუბლიკაში და 18-20 დეკემბერს ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურ ვიზიტებზე.

შევახსენებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, ვინაიდან კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა,"- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები