მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ზურაბიშვილის ვეტო კიდევ ერთხელ ქმნის გააზრებისთვის მომენტს - შარლ მიშელი

პრეზიდენტი შარლ მიშელი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო გამჭვირვალეობის შესახებ კანონზე შემდგომი მსჯელობის შესაძლებლობას იძლევა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო გააზრების მომენტს იძლევა. ამჟამინდელ ფორმაში - კანონი ევროკავშირის ღირებულებებსა და გზას არ შეესაბამება. საქართველოში ყველა პოლიტიკოსსა და ლიდერს მოვუწოდებ, რომ კარგად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და საქართველოს ევროპულ კურსზე დარჩენა უზრუნველყონ, რასაც მოსახლეობა უჭერს მხარს. საქართველოში მიმდინარე მოვლენების ახლოდან დაკვირვებას განვაგრძობ”, - წერს მიშელი.

დღეს სალომე ზურაბიშვილმა "რუსულ კანონს" ვეტო დაადო. როგორც მან თქვა, ვეტო არის გამართული იურიდიულად და ის დღესვე გადაეცემა პარლამენტს. პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ეს არის მარტივი ვეტო. ჯერჯერობით უცნობია მოტივირებული შენიშვნების ტექსტი, რომელიც სავარაუდოდ, პარლამენტი გამოაქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები