მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული - შარლ მიშელი

ზურაბიშვილი მიშელი ევროკავშირი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გუშინ, 1 სექტემბერს ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. როგორც ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული, ლიდერებმა ევროკავშირი-საქართველოს კავშირები, რეგიონში არსებული ვითარება და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაზე ასახული შედეგები განიხილეს.

„პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილებას, როგორც ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება მხარი დაუჭიროს საქართველოს თავის ევროპულ გზაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის საჭიროებას კიდევ უფრო გააღრმაოს რეფორმები, განსაკუთრებით სამართლის, დეოლიგარქიზაციის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და მედიაპლურალიზმის მიმართულებით, რომლებიც ახლა არსებითად მნიშვნელოვანია. ასევე, დეპოლარიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის მშენებლობა პრიორიტეტული მნიშვნელობისაა“, - წერია ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა მიშელმა შეაქო საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს ევროპული პერსპექტივის პროგრესისადმი პირადი ერთგულება.

"განსაკუთრებით დასაფასებელია ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგზე მისი ძლიერი პოლიტიკური ფოკუსი და როლი საკანონმდებლო განხილვებში, პირების შეწყალების უფლების გამოყენებაში, რამაც ხელი შეუწყო დეპოლარიზაციას. პრეზიდენტმა მიშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს მდგრადობის გაზრდის ერთგული“, - წერია საბჭოს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები