მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში დღეს გერმანიიდან ჩავიდა, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები, გუშინ, გერმანელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.

პარტია "ქართული ოცნება" საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს - შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს. ამასთან, პარტია პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოშიც უჩივლებს. საქმე პრეზიდენტის მიერ გამართულ ვიზიტებს ეხება, რომელზეც სალომე ზურაბიშვილს მთავრობის თანხობა არ ჰქონდა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საგარეო ოფიციალური ვიზიტებისთვის პრეზიდენტს მთავრობის ნებართვა ესაჭიროება წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქმედება კონსტიტუციის დარღვევაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები