მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს შარლ მიშელი საქართველოს მიმართავს

645a54b96955a
მარიამ ვარადაშვილი
09.05.23 18:12
946
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს მიმართავს.

ევროპის დღესთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობას ასევე მიმართავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიმართვების შემდეგ, ათონელის ქუჩაზე სუხიშვილების, ზურა რამიშვილის ჯაზ-კვარტეტისა და და ქართველი ახალგაზრდა შემსრულებლების კონცერტი გაიმართება.

ევროპის დღე, რომელიც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. შუმანმა წარმოადგინა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. ამ კონცეფციამ საფუძველი ჩაუყარა იმ გაერთიანებას, რომელსაც დღეს ევროკავშირი ეწოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები