მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩეხეთი, ისრაელი, გერმანია: “აუგუსტის ხილის ქარხანა” ახალ საექსპორტო ბაზრებზე გავიდა

61aa0652e1793
მარიამ იზორია
05.12.21 15:00
1262
“აუგუსტის ხილის ქარხანამ”, რომელიც წვენების, ჯემების, სოუსებისა და ჰუმუსის წარმოებით არის დაკავებული, პროდუქცია ექსპორტზე ჩეხეთში, ისრაელსა და გერმანიაში გაიტანა.

როგორც bm.ge-ს კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა განუცხადა, საექსპორტო კავშირები გამოფენა “ანუგაზე” დაამყარეს. “აუგუსტის ხილის ქარხნის” პროდუქტი ექსპორტზე აქამდე დიდ ბრიტანეთში გადიოდა.

“ახალი საექსპორტო კავშირები გამოფენა “ანუგაზე” დავამყარეთ, გარდა ჩეხეთის, ისრაელისა და გერმანიისა, ჩვენი პროდუქტი, მათ შორის, ჯემები, წვენები, ჰუმუსები და სოუსები მალე აზერბაიჯანშიც გაიყიდება. რაც შეეხება “აუგუსტის ხილის ქარხნის” წარმადობას, თვეში 150 000-მდე პროდუქტს ვაწარმოებთ, საწარმოს კი მილიონ-ნახევარი პროდუქტის წარმოება შეუძლია”, - განმარტავს კომპანიის გენერალური მენეჯერი.

ინფორმაციისთვის, ადგილობრივი ფერმერებისგან შეძენილი ნედლეულით დამზადებული კომპანიის ქართული პროდუქტი “ევრო პროდუქტში” “გუდვილსა” და “აუგუსტის” საცხობების ქსელში იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები