ჩეხეთმა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ქვეყანა დღეიდან საზღვრებს გაუხსნის, მათ შორის არ არის საქართველო.
ჩეხეთმა ევროკავშირის მიერ რეკომენდებული ქვეყნებიდან მხოლოდ 8 დატოვა: ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, სერბეთი, სამხრეთ კორეა და ტაილანდი.
ჩეხეთმა საქართველოსთან ერთად სიიდან ამოიღო ალჟირი, მაროკო, რუანდა, ტუნისი და ურუგვაი, ისევე, როგორც ჩინეთი.
შეგახსენებთ, 30 ივნისს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაასახელა ის ქვეყნები, რომლებისთვისაც პირველი ივლისიდან საზღვრების გახსნის რეკომენდაციას გასცემს. უსაფრთხო ქვეყნების სია სულ 15 ქვეყანას მოიცავს ჩინეთის ჩათვლით და ასევე მათ შორის არის საქართველოც. ამ 15 ქვეყნიდან განსხვავებულია ჩინეთის შემთხვევა, რომელთანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიხსნება საზღვრები, თუკი პეკინიც ანალოგიურად მოიქცევა.