მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჭიათურა-ზესტაფონის დამაკავშირებელი გზის 21.7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება - რა ჯდება პროექტი?

გზები
BM. GE
25.10.23 11:35
68

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 21.7 კმ-იანი მონაკვეთის (კმ84-კმ107) სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს.

უწყების ცნობით, ამასთან ერთად გრძელდება 16 სხვადასხვა მონაკვეთზე დამეწყრილი უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 19,7 მილიონი ლარი შეადგინა. დამეწყრილი უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 30.3 მილიონი ლარია.

"რეაბილიტირებული მონაკვეთი ჭიათურის მუნიციპალიტეტში იწყება და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სრულდება. გარდა იმისა, რომ განახლებული გზა ერთმანეთთან აკავშირებს ჭიათურასა და ზესტაფონს, ეს გზა არის 3 მუნიციპალიტეტისა და გზის მიმდებარე სოფლების რეგიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი მიმართულებაც.

ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე გზის საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული. მრავლად იყო მეწყრული ადგილები, რაც ართულებდა ავტოტრანსპორტის გადაადგილებას.

პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა გზის სავალი ნაწილი, მოეწყო ახალი წყალარინების სისტემა, გზის საყრდენი კედლები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, მოეწყო ახალი საგზაო ნიშნები, თვალამრიდები და დასრულდა გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები