4 მაისიდან 3 თვით ჭიათურაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება ლიცენზიის გარეშე იქნება შესაძლებელი.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, შიდა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ჭიათურის მუნიციპალიტეტი 3 თვით თავისუფლდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან და ეძლევა უფლება, მოიპოვოს 3 000 მ3 სასარგებლო წიაღისეული დადგენილ საზღვრებში.
საუბარია ტუფოქვიშაქვის, კიქრვის, ტუფობრექჩიას, კრისტალური ფიქლების და გენისის მოპოვების ლიცნეზიების დროებით გაუქმებაზე.
თავის მხრივ, ჭიათურის მუნიციპალიტეტი ვალდებულია, რომ გააკონტროლოს, რათა წიაღისეულის მოპოვება მხოლოდ განკარგულებით დადგენილი მიზნებისთვის მოხდეს მკაცრად განსაზღვრული მოცულობებით.
მუნიციპალიტეტი ასევე ვალდებულია, სასარგებლო წიაღისეულის გამარტივებულად მოპოვების ვადის გასვლის შემდეგ, ორი კვირის ვადაში წარუდგინოს მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს ინფორმაცია მოპოვებული წიაღისეულის ოდენობის შესახებ.