მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიათურაში, ბზის უკანონო მოპოვებისას კანონდამრღვევმა ფოტოხაფანგი დააზიანა - სატყეო სააგენტო

სატყეო სააგენტო

ჭიათურაში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე კანონდამრღვევმა, სოფელ ხრეითის მკვიდრმა მ.კ.-მ სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგი დააზიანა მას შემდეგ, რაც შენიშნა, რომ ფოტოხაფანგმა მის მიერ ბზის უკანონო მოპოვების ფაქტი დააფიქსირა. ინფორმაციას ეროვნული სატყე სააგენტო ავრცელებს.

"საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ჭიათურის პოლიციის სამმართველოს გადაეცა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე კანონდამრღვევი დაკავებულია; მას ბზის უკანონო მოპოვებისთვის ადმინისტარციულ ჯარიმასთან ერთად, სატყეო სააგენტოს სასარგებლოდ ფოტოხაფანგის ღირებულების - 513,33 ლარის გადახდა დაეკისრა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების - ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, პატრულირებას 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ. ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ნებისმიერ ფაქტზე ტარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული მკაცრი სანქციები", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები