მიმდინარე წლის 8 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 739 ფაქტი გამოვლინდა. როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო იტყობინება, ”საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1245 კუბური მეტრი შეადგინა.
მხოლოდ გასულ თვეს, აგვისტოში კი, 69 ფაქტი გამოვლინდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ჯამში, სხვადასხვა სახეობის 85 კუბურ მეტრამდე მერქანი, მათ შორის 50 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე, ხოლო 35 კუბურ მეტრამდე მოცულობის სამასალე მერქანი ამოიღეს.
„აგვისტოში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 25 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 3 - მცხეთა-მთიანეთის, 13 - გამოვლენილია ქვემო ქართლის, 9 - სამცხე-ჯავახეთის, 7-7 ფაქტი შიდა ქართლის და იმერეთის, 4 - გამოვლენილია გურიის, ხოლო 1 - რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში“, - იტყობინება ეროვნული სატყეო სააგენტო.