სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჭიათურაში, სოფელ კალაურში მდებარე კვების ობიექტ „სამიკიტნოს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა.
უწყების ცნობით, გეგმური შემოწმების შედეგად ობიექტზე არაერთი კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა:
- გამწოვი სისტემის გაუმართაობა;
- არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია;
- ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა მიმდებარე ტერიტორიაზე.
"გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა", - წერს სააგენტო.
უწყება მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ.




























