მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჭიათურაში მუნიციპალური განვითარების ფონდი გზას გააკეთებს

BM.GE
22.04.19 09:53
628
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (GURAD) განსახორციელებლად მიიღო დაფინანსება და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი ჭიათურის მუნიციპალიტეტში წინსოფელი-ჭილოვანის გზის რეაბილიტაციისათვის გამოიყენოს. ტენდერის პირობების თანახმად, სამუშაოებისათვის გათვალისწინებულია 2 130 800 ლარი, თუმცა ტენდერის მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი ფასი, რომელიც შეიძლება იყოს სავარაუდო ღირებულებაზე მაღალი ან დაბალი. ამასთან, სატენდერო წინადადების ფასის დადგენა არის ტენდერის მონაწილის პასუხისმგებლობა, რაც დაფუძნებული უნდა იყოს მიმდინარე საბაზრო ფასებზე და სხვა ფაქტორებზე, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ წარმოდგენილი სამუშაოების განფასებაზე.


http://www.newpress.ge/wiaturashi-municipaluri-ganvitarebis-fondi-gzas-gaaketebs.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები