მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჭიათურაში ვაკე-ტყე ოთხის მაღაროზე დამხმარე მტვირთავის მემანქანე 46 წლის კაცი გარდაიცვალა“ - კომპანიის განცხადება

5f4d052d2f837
ვიქტორია მღებრიშვილი
31.08.20 18:21
1296
ჭიათურაში, ვაკე-ტყე ოთხის მაღაროზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, მიწისქვეშა დამხმარე მტვირთავის მემანქანე 46 წლის კობა ჩაფიძე გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორი „შუქრუთი +“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შემთხვევა 24 აგვისტოს „ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორი ფირმის „შუქრუთი +“-ის ობიექტზე მოხდა.

„დაშავებული საჩხერის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ორი ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა, მედიკოსების განმარტებით, ინციდენტის დროს მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და პაციენტი 26 აგვისტოს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მომხდარზე ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს, რომელიც პაციენტისთვის მიყენებულ ზიანზე ექსპერტიზას ჩაატარებს. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში“, - აცხადებენ „შუქრუთი +“-ში.

კომპანია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ქვეკონტრაქტორი ფირმის ობიექტზე მომხდარის გამო და დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები