მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინელებმა ბრენდის სახელი Thomas Cook-ი იყიდეს

5dbfd30f4314b
მიხეილ ხაჩიძე
05.11.19 00:05
1504

წლების განმავლობაში Thomas Cook-ი მსოფლიოს ერთ-ერთ წარმატებულ და პოპულარულ ტურისტულ კომპანიად მიიჩნეოდა, თუმცა, დაახლოებით 1 თვის წინ კონცერნმა გაკოტრების შესახებ გამოაცხადა. ახლა კი ჩინურმა კომპანია Fosun-მა ბრიტანული ბრენდის სახელის სამარკო უფლება შეისყიდა.



როგორც ბრიტანული ბიზნესგამოცემები იტყობინებიან, ჩინურმა ტურისტულმა კომპანიამ ბრენდის სახელის უფლებების მოპოვებისთვის 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.



"Thomas Cook-ის მარკის შეძენა, უფლებას გვაძლევს, ტურისტული ბიზნესი ჩვეულებრივ რეჟიმში ამ სახელის ქვეშ ვაწარმოოთ’’- განაცხადა ჩინური Fosun Tourism-ის ხელმძღვანელმა კიან ჯიანონგმა.


მსოფლიოში უძველესმა ტურისტულმა სააგენტომ Thomas Cook-მა იძულებითი ლიკვიდაციის შესახებ სექტემბრის ბოლოს გამოაცხადა. კომპანიის გაკოტრების შედეგად, დაახლოებით 600 000 ტურისტი დაზარალდა, რომლებსაც სააგენტოს მიერ სხვადასხვა მიმართულების სამოგზაურო პაკეტი ჰქონდათ შეძენილი.



მსოფლიოს პირველი ტურისტული კომპანია Thomas Cook AG-ი 1841 წელს დაარსდა. კონცერნს მსოფლიოს მასშტაბით, 16 ქვეყანაში 21 000 თანამშრომელი ჰყავდა დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები