მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინელმა ჰაკერებმა ამერიკელი დიპლომატების ელექტრონულ ფოსტებზე წვდომა მოიპოვეს

64ba40deea125
გიორგი არონია
21.07.23 12:41
361
ჩინელმა ჰაკერებმა მაღალი რგოლის ამერიკელი დიპლომატების ელექტრონულ ფოსტაზე წვდომა მოიპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაცია NBC-მ დაადასტურა. გამოცემის ინფორმაციით, ჰაკერების მიერ გატეხილი ელექტრონული ფოსტებს შორის არიან ჩინეთში აშშ-ის ელჩი, ნიკოლას ბერნსი და აღმოსავლეთ აზიაში სახელმწიფო მდივნის მრჩეველი, დენიელ კრიტენბრინკი, რომელიც ერთი თვის წინ, ენტონი ბლინკენთან ერთად ჩინეთში იმყოფებოდა.

ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, ჰაკერებმა დიპლომატების იმ წერილებზე მოიპოვეს წვდომა, რომლებიც გრიფით საიდუმლო არ იყო.

აღსანიშნავია, რომ ჰაკერების თემა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩინეთის მაღალი რანგის დიპლომატთან, ვანგ იისთან შეხვედრაზე, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის შეხვედრის ფარგლებში, გასულ კვირას შედგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები