მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Advanced Micro-ს შემდეგ, აშშ-ის ხელისუფლებას დრონების მწარმოებელი DJI-იც უჩივის - მიზეზი

DJI

დრონების და ვიდეოაპარატურის მწარმოებელი ჩინური კომპანია DJI ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დეპარტამენტს სასამართლოში უჩივის. როგორც კომპანიაში ამბობენ, აშშ-ის ხელისუფლების მიერ ჩინურ სახელმწიფო სამხედრო კომპანიებში DJI-ის შეყვანა უსამართლოა, რაზედაც კომპანია მთავრობასთან საუბარს თექვსმეტი თვის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა.

როგორც DJI-ში ამბობენ, ჩინეთის ხელისუფლებასთან კომპანიას კავშირი არ აქვს, ხოლო თავად აშშ-ის სამხედრო დეპარტამენტს არაერთხელ უღიარებია, რომ DJI საცალო და კომერციული მოხმარების დრონებს აწარმოებს და არა, სამხედრო დანიშნულების.

ჩინური DJI, რომელიც საცალო მოხმარების დრონების მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი კომპანიაა, აშშ-ის მიერ შედგენილი ჩინური სამხედრო კომპანიების ჩამონათვალში “ეროვნული უსაფრთხოების ავტორიზაციის აქტის” ფარგლებში მოხვდა. ეს დოკუმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე სავაჭრო ომის დროს შეიქმნა, რომლის მიზანი ჩინური კომპანიების იმგვარად სანქცირებაა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ კონკრეტულ ტექნოლოგიებზე წვდომა ვერ მიიღოს.

აღნიშნული სანქცია ძალიან ეფექტიანი და საყურადღებოა, რადგან ამერიკულ კომპანიებს ამ სიაში მოხვედრილ ჩინურ კომპანიებთან ყოველგვარი ურთიერთობა ეკრძალებათ. თავდაპირველად, ჩინური DJI ამ სიაში 2022 წელს მოხვდა, მაგრამ აშშ-ის ხელისუფლებამ ის არც იანვრის განახლების შემდეგ ამოიღო. DJI-სთან ერთად, ანალოგიური გადაწყვეტილების გამო პენტაგონს მიკროჩიპების ჩინური მწარმოებელი, Advanced Micro-ც უჩივის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები