ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე ფოკუსირებული სტარტაპის, Anthropic-ის ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა კომპანიის სისტემაში შეღწევა მოახერხეს და Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტი Claude-ი კიბერთავდასხმებისათვის გამოიყენეს.
როგორც გამოძიებიდან ირკვევა, ჰაკერებმა სამიზნეებად მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილი ტექნოლოგიური კომპანიები, ფინანსური ინსტიტუტები და სამთავრობო უწყებები აირჩიეს, რომელთა წინააღმდეგ Claude-ის შესაძლებლობები გამოიყენეს.
უფრო კონკრეტულად, AI-აგენტმა ავტომატურად აღასრულა ყველა ის დავალება, რომელიც მას ჰაკერებისაგან ჰქონდა მიღებული და ამ მეთოდმა იმუშავა კიდეც.
Anthropic-ის ინფორმაციით, ხარვეზი გამოსწორებულია და ჩინელ ჰაკერებს Claude-თან წვდომა აღარ აქვთ, თუმცა თავად ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რაოდენ საშიში იარაღი შეიძლება იქნეს AI ცუდი აქტორების ხელში.




























