მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთ-ამერიკის სავაჭრო ომის გამო, ჰონკონგური კომპანია პორტების გაყიდვას ვერ ახერხებს

პორტები
BM. GE
28.07.25 22:50
992

ჰონკონგური კომპანია CK Hutchison-ი 23 ქვეყანაში მდებარე 43 პორტის, მათ შორის, პანამის არხის სიახლოვეს მდებარე ორი მსხვილი ნავსადგურების გაყიდვას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ინფორმაციას Asia Financial-ი ავრცელებს.

მიზეზი ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაძაბული ვითარებაა. სავარაუდოდ, პანამაში მდებარე პორტების გაყიდვისთვის დათქმული ბოლო თარიღი გადაიწევს. ერთ მხარეს ოფიციალური პეკინია, რომელსაც გასაყიდ პორტებში წილების შენარჩუნება ან გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლების მიღება სურს. მეორე მხარეს კი ოფიციალური ვაშინგტონია, რომელიც მსგავს შეთანხმებას გამორიცხავს.

აღსანიშნავია, რომ ჰონკონგური კომპანიის გადაწყვეტილებას, ტრამპის ზეწოლის ფონზე გაყიდოს პორტები, ჩინეთში კრიტიკულად შეხვდნენ. მეტიც, ადგილობრივმა მედიამ CK Hutchison-ი სახელმწიფო ინტერესების ღალატში დაადანაშაულა.

კომპანია გარიგების ისე გადაწყობას ცდილობს, რომ მან არც ერთი და არც მეორე მხარე არ დააზარალოს და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, პორტის გაყიდვა კიდევ დიდი ხნით არ გადავადდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები