ალუმინის წარმოების, მოხმარებისა და იმპორტის კუთხით ჩინეთი პირველობას არ თმობს. გასული წლის განმავლობაში აზიურმა სახელმწიფომ 40 მილიონი მეტრი-ტონა აწარმოვა, რაც უმაღლესი მაჩვენებელი იყო.
მწარმოებელთა შორის მეორე ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, რომელიც წლიურად საშუალოდ 4 მილიონ მეტრ-ტონა ალუმინის აწარმოებს. საინტერესოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, რუსულ ალუმინს უმეტესწილად დასავლური სახელმწიფოები ყიდულობენ, თუმცა მას შემდეგ ვითარება დრამატულად შეიცვალა და რუსული ნედლეულის რეალიზაციის ძირითად ბაზრად სწორედ ჩინეთი იქცა.
გლობალური ეკონომიკისთვის ამ მეტალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ალუმინს იყენებენ როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ასევე კომერციული დანადგარების და ავტომობილების წარმოებაში. მოგეხსენებათ, ჩინეთის უმსხვილესი მწარმოებელია, შესაბამისად, მას ყოველწლიურად კოლოსალური მოცულობით ალუმინი და სხვა მეტალების სჭირდება.