მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი აშშ-ს ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ჩინეთი

პეკინი ვაშინგტონს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე სილია ფლორესი, რომლებიც, ჩინეთის შეფასებით, აშშ-ის ძალებმა გაიტაცეს და ამჟამად ამერიკაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პეკინი აშშ-სგან მოითხოვს, უზრუნველყოს პრეზიდენტ მადუროსა და მისი მეუღლის პირადი უსაფრთხოება, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისინი და შეწყვიტოს ვენესუელის ხელისუფლების დამხობის მცდელობები.

„ჩინეთი მოუწოდებს აშშ-ს, უზრუნველყოს პრეზიდენტ მადუროსა და მისი მეუღლის პირადი უსაფრთხოება, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პრეზიდენტი მადურო და მისი მეუღლე, ასევე შეწყვიტოს ვენესუელის რეჟიმის დამხობის მცდელობები და საკითხი დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით მოაგვაროს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, პეკინი აცხადებს, რომ „შეშფოთებულია და გმობს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ამერიკის მიერ ძალის აშკარა გამოყენებას“ და ხაზს უსვამს, რომ ვენესუელის საკითხი ქვეყნის შიდა საქმეა, რომელიც საერთაშორისო სამართლისა და სახელმწიფოების სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპების დაცვით უნდა მოგვარდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები