მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩინეთი აშშ-ს პარტნიორობისა და მეგობრობისთვის მზად არის" - სი ძინპინის მიმართვა ამერიკულ ფირმებს

ჩინეთი

“ჩინეთი მზად არის იყოს შეერთებული შტატების პარტნიორი და მეგობარი” - ამის შესახებ სი ძინპინმა სან-ფრანცისკოში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (EPAC) სამიტის ფორმატში ჯო ბაიდენთან შეხვედრისას ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას, ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთსა და აშშ-ს უამრავი შესაძლებლობა აქვს ორმხრივი თანამშრომლობის დასამყარებლად, რომლის შესახებ მოლაპარაკებები დაწყებულია. აღნიშნული მოლაპარაკება ძინპინსა და აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის მიზნად ისახავს მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის ურთიერთობების დამყარებას.

"მსოფლიოს სჭირდება, რომ ჩინეთმა და აშშ-მ ერთად იმუშაონ, არასწორია ჩინეთის საფრთხედ მიჩნევა და მის წინააღმდეგ ნულოვანი თამაშის წარმოება. ჩვენმა ქვეყანამ განვითარების რომელ ეტაპსაც არ უნდა მიაღწიოს, ჩინეთი არასოდეს მიჰყვება ჰეგემონიას ან ექსპანსიას", - თქვა ძინპინმა აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, „როგორც არ უნდა განვითარდეს გლობალური ლანდშაფტი, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობის ისტორიული ტენდენცია არ შეიცვლება“.

ინფორმაციისთვის: ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი აშშ-ში ექვსი წლის შემდეგ პირველად ჩავიდა. მხარეებმა ბოლო წლებში გაძლიერებული დაძაბულობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ტაივანის, ნარკოტრეფიკინგის და ხელოვნური ინტელექტის საკითხები განიხილეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები