მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი დიდი ბრიტანეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი გახდა

60ae362eaf94f
ნათია თაქთაქიშვილი
26.05.21 17:58
633
დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის ბიუროს ცნობით, ჩინეთმა გერმანია ჩაანაცვლა და ქვეყნის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი გახდა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის ბიუროს მიხედვით, „ბრექსიტის“ და პანდემიის გამო, 2021 წლის პირველ სამ თვეში 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროკავშირთან ვაჭრობა 23%-ით შემცირდა, ხოლო ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებთან კლებამ 0.8% შეადგინა.

გამოცემა წერს, რომ წლების განმავლობაში, EU-ს წევრებს შორის გერმანია დიდი ბრიტანეთისთვის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი იყო, მაგრამ 2019 წლიდან იმპორტმა კლება დაიწყო.

მთლიანობაში, იმპორტი გერმანიიდან დიდ ბრიტანეთში 11.8%-ით შემცირდა და 12.5 მილიარდი ფუნტი სტერლინგი შეადგინა, მაშინ როდესაც ჩინეთიდან იმპორტი თითქმის 66%-ით გაიზარდა და 16.9 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გაუტოლდა.

დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის ბიუროს მიხედვით, ჩინეთიდან იმპორტის ზრდა გასული წლის მეორე ნახევრიდან ფიქსირდება. „სავარაუდოდ იმიტომ, რომ კორონავირუსის პანდემიამ შედარებით ნაკლები გავლენა მოახდინა ჩინეთიდან ექსპორტზე“.

გასულ წელს, დიდმა ბრიტანეთმა ჩინეთიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ტექსტილი შეიძინა, რაც, სავარაუდოდ, პანდემიის გამო ნიღბების დიდი რაოდენობით წარმოებას უკავშირდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები