მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი ევროპის ექვსი ქვეყნისთვის სავიზო რეჟიმს დროებით აუქმებს

უვიზო

ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროპის ექვსი ქვეყნის მოქალაქეებს ჩინეთში მოგზაურობა დაახლოებით შვიდი თვის განმავლობაში ვიზის გარეშე შეეძლებათ. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ცვლილება ძალაში 14 მარტიდან შევა და 2024 წლის 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებსაც ჩინეთში უვიზოდ შესვლა შეეძლებათ, შვეიცარია, ირლანდია, უნგრეთი, ავსტრია, ბელგია და ლუქსემბურგი არიან - ევროპელი ტურისტები ჩინეთში უვიზოდ მაქსიმუმ 15 დღე დაიშვებიან.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მიზნით, ჩინეთმა უვიზო რეჟიმი, 2023 წლის 1 დეკემბრიდან 2024 წლის 30 ნოემბრამდე, ევროპისა და აზიის სხვა ქვეყნებსაც დაუწესა. შესაბამისად, ჩინეთს ორმხრივი შეთანხმება უვიზო მიმოსვლის შესახებ 150-მდე ქვეყანასთან აქვს გაფორმებული, თუმცა, ძირითად შემთხვევებში ეს წესი მხოლოდ დიპლომატებზე ვრცელდება.

ამ დროისთვის 15-დან 30 დღემდე ვადით ჩინეთში უვიზოდ დარჩენა, ტურისტული მიზნებით, 30 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ.

შეგახსენებთ, ჩინეთმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის 2024 წლის 26 თებერვალს გააუქმა - მანამდე, 2023 წლის სექტემბერში, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველომაც აამოქმედა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები