მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი ჰონგ-კონგის ბირჟაზე IPO-ს წესებს ამკაცრებს

ჰონგ-კონგი

ჩინეთის ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ახალი რეგულაციების დაწესებაზე, რომლებიც მნიშვნელოვნად გაამკაცრებენ ჩინური კომპანიების მიერ ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი განთავსების, ანუ IPO-ს პროცესს.

პროექტის ინიციატორების განმარტებით, ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიის ეს ცვლილება მიზნად ისახავს ოფშორულ ბაზრებზე გასული კომპანიების ხარისხის კონტროლს და ფინანსური ზედამხედველობის გაძლიერებას.

ერთ-ერთი მთავარი ცვლილება მინიმალური საბაზრო კაპიტალიზაციის ზღვრის დაწესებას გულისხმობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰონგ-კონგში გასვლის მსურველი კომპანიების შეფასება მინიმუმ 30 მილიარდ იუანს უნდა შეადგენდეს, რაც 4.5 მილიარდი დოლარის ეკვივალენტია და ეს ავტომატურად გამორიცხავს IPO-ზე მცირე ზომის სტარტაპების გასვლას.

პარალელურად, პეკინი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მმართველობის მოდელს და მოითხოვს, რომ ბევრმა ოფშორში რეგისტრირებულმა კომპანიამ იურიდიული სტრუქტურა შეიცვალოს და რეგისტრაცია კონტინენტურ ჩინეთში დააბრუნოს.

ანალიტიკოსების აზრით, ახალი მოთხოვნები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბირჟაზე წვდომას გაართულებს და შესაძლოა მრავალი კომპანიის IPO-ს პროცესი რამდენიმე წლით შეაფერხოს. ამასთან, კრიტიკოსები იმაზეც საუბრობენ, რომ ოფიციალურ პეკინს ჰონგ-კონგის ბირჟის ჩანაცვლება და წინ კონტინენტური ჩინეთის კაპიტალის ბაზრის წამოწევა სურს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები