მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი, თურქეთი... - საიდან შემოდის საქართველოში მაცივრები და საყინულეები?

მაცივრები

მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველომ 44 მილიონ 658 ათასი დოლარის ღირებულების 7 027 ტონა მაცივრები, საყინულეები და სხვა სამაცივრო მოწყობილობები შეიძინა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტის ღირებულება მცირედ შემცირდა, ხოლო მოცულობა გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს რომ ქვეყანას მაცივრების იმპორტი გაუიაფდა.

შედარებისთვის 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან 6 366 ტონა მაცივრების შესაძენად 45 მილიონ 541 ათასი დოლარი გავიდა.

საქართველოსთვის მაცივრებისა და საყინულეების მთავარი მომწოდებლები ჩინეთი და თურქეთი არიან. TOP-5 ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

  1. ჩინეთი - $17 მლნ, 3 796 ტონა;
  2. თურქეთი - $12.6 მლნ, 1 739 ტონა;
  3. იტალია - $2.6 მლნ, 124 ტონა;
  4. უკრაინა - $2.4 მლნ, 329 ტონა;
  5. ტაილანდი - $1.7 მლნ, 234 ტონა.

ამ ქვეყნების გარდა მაცივრები და საყინულეები ირლანდიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, სინგაპურიდან და გერმანიიდან შემოვიტანეთ.

ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ საქართველოდან მაცივრების ექსპორტიც ხორციელდება, თუმცა მაჩვენებლები მცირეა და წლის პირველ 6 თვეში წლიურად შემცირებულია. იანვარ-ივნისში საქართველოდან 4 მილიონ 217 ათასი დოლარის ღირებულების 323 ტონა მაცივრები და საყინულეები გაიყიდა, რაც თითქმის სრულად რეექსპორტია. მთავარი საექსპორტო ქვეყანა ყაზახეთია, სადაც წლის ამ პერიოდში 2.1 მლნ-ის 53 ტონა მაცივრები და საყინულეები გავიდა. საქართველოდან აღნიშნული საქონელი სომხეთში [$1.5 მლნ, 189 ტონა] და აზერბაიჯანში [$383 ათასი, 60 ტონა] გადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები