2026 წლის იანვარ-სექტემბერში აზერბაიჯანის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია ADY-მ ჩინეთიდან 416 ბლოკმატარებელი მიიღო და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეისების ნაკადი 40%-ით გაზარდა. ინფორმაციისთვის, 2025 წლის პირველ ცხრა თვეში ქვეყანამ დაახლოებით 297 შემადგენლობა მიიღო.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ჩინური მატარებლების რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში 119 ერთეულით გაიზარდა. ეს დინამიკა კი აზიასა და ევროპას შორის სატრანზიტო გადაზიდვებში აზერბაიჯანის როლის ზრდამ განაპირობა.
აღსანიშნავია, რომ ბლოკ-მატარებლების რაოდენობის ზრდა გადაზიდული ტვირთის საერთო წონისა და ADY-ის სატვირთო შემოსავლების იმავე ტემპით მატებას ავტომატურად არ გულისხმობს.
როგორც აზერბაიჯანელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, სატრანსპორტო სექტორის რეალური ვითარების სრულფასოვანი შეფასება დამატებითი ეკონომიკური ინდიკატორების ანალიზს მოითხოვს. ექსპერტების შეფასებით, სპეციალისტებმა გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა, ტვირთბრუნვის სრული მოცულობა და სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული ფინანსური მაჩვენებლები უნდა შეადარონ, რათა გაიგონ, რეალურად რა მასშტაბს მიაღწია ორ ქვეყანას შორის მიმოსვლამ.
























