მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთიდან და ინდოეთიდან პროდუქციის ტრანსპორტირების გაძვირება პროდუქციის ფასებს გაზრდის - "გორგია"

GORGIA

ჩინეთიდან გაძვირებული საზღვაო ტრანსპორტირების ფონზე საქართველოში მოქმედი ბიზნესები სამშენებლო მასალების, ტექნიკის და ტანსაცმლის გაძვირებას აანონსებენ.

სავაჭრო გემებზე, ჰუსიტების თავდასხმების გამო საზღვაო ხაზები წითელ ზღვას თავს არიდებენ, სანაცვლოდ, აფრიკის კონტინენტის შემოვლით გზას ირჩევენ, 6000 მილით გაზრდილი მარშრუტი კი საზღვაო გადაზიდვის ღირებულებას აძვირებს.

კომპანია "გორგიაში", რომელსაც 60 000 სახეობის პროდუქცია შემოაქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ჩინეთიდან და ინდოეთიდან, ტრანსპორტირების ხარჯების ზრდაზე საუბრობენ. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ჯერჯერობით კომპანიას აქვს მარაგები და ფასების მატება არ მოხდება, თუმცა მათი თქმით, თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მომდევნო 2-3 თვეში ტრანსპორტირების ზრდის ფონზე პროდუქციაზე ფასები გაიზრდება.

“გორგია" დაახლოებით 60 000 დასახელების პროდუქტს ყიდის. ჩვენ გვაქვს პროდუქციის მომწოდებლების მთელი სია ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან. ბოლო პერიოდის მოვლენებმა გვაჩვენა ის, რომ მკვეთრად გაიზარდა ფასები ლოგისტიკაზე ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც ჩინეთში და ინდოეთში არის წარმოებული. თუ ადრე ჩვენ 40-ფუტიან კონტეინერს 1800-2000 დოლარის ფარგლებში ვყიდულობდით, დღეს ეს ხარჯი 7000-8000 დოლარია. ამას დაემთხვა ჩინური ახალი წელიც, წარმოებები 2-3 კვირის განმავლობაში იკეტებიან ხოლმე და ამ პერიოდში მკვეთრად მცირდება იზრდება კონტეინერებზე მოთხოვნა. გაზრდილმა მოთხოვნამ და ლოგისტიკის ხანგრძლივმა მარშრუტებმა უფრო მეტად შეცვალა ხარჯები.

ასევე შეიცვალა ინდოეთის ფასებიც. თუ ჩვენ ადრე თუ 1200 დოლარის ფასებში მოგვქონდა 20-ფუტიანი კონტეინერი, ახლა დაახლოებით 4000 დოლარი ჯდება 20-ფუტიანი კონტეინერი. ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ის პროდუქტები, რომლებიც გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯებით მოდის, აუცილებლად გაიზრდება ფასები, საუბარია იმ პროდუქციაზე, რომელიც ჩინეთიდან და ინდოეთიდან მოდის”, - ამბობს კომპანია "გორგიას" აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გურული.

ცნობისთვის, სავაჭრო გემებზე, ჰუსიტების თავდასხმების გამო საზღვაო ხაზები წითელ ზღვას თავს არიდებენ, სანაცვლოდ, აფრიკის კონტინენტის შემოვლით გზას ირჩევენ, 6000 მილით გაზრდილი მარშრუტი საზღვაო გადაზიდვის ღირებულებას აძვირებს.

ამასთან, სუეცის არხი გლობალური ლოგისტიკური ჯაჭვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ჰუსიტთა თავდასხმების ფონზე შემცირდა სუეცის არხის შემოსავლებიც. ტვირთბრუნვის 30%-იანმა ვარდნამ, საერთო შემოსავალი 40%-ით შეამცირა. თუ გასული წლის იანვარში სუეცის არხმა 777 გემი გაატარა, წელს არხით მხოლოდ 544-მა გემმა ისარგებლა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წითელი ზღვის პატრულირებაზე პასუხისმგებლობა აიღო და ჰუსიტთა მოძრაობის წინააღმდეგ რამდენიმე იერიში მიიტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები