მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთიდან ვიზიტები 40%-ით, ინდოეთიდან კი 28%-ით გაიზარდა

ინდოელი ტურისტები

ჩინეთიდან და ინდოეთიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტები მზარდია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში ჩინეთიდან ვიზიტები 40%-ით, ინდოეთიდან კი 28%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი ტემპი იყო ძირითად ბაზრებს შორის ისრაელის შემდეგ.

აზიის ორი ქვეყანა, რომელთანაც პირდაპირი ავიამიმოსვლა გააქტიურდა, ტურიზმის სტატისტიკაში TOP 15 ქვეყანაში ხვდებიან.

იანვარ-მარტში ჩინეთი 13,875 ვიზიტი განხორციელდა, ხოლო ინდოეთიდან - 26,372.

ქართული ტურისტული ბიზნესი ძირითადად აზიურ ბაზრებზე გადაეწყო. კომპანიები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირიდან კლების პარალელურად, მოთხოვნა სწორედ აზიური ბაზრებიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან ფიქსირდება. ჩინეთიდან ვიზიტების ზრდა უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ და პირდაპირმა ავიამიმოსვლამ წაახალისა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სექტორი კვლავ საუბრობს ინდოელი ტურისტებისთვის ვიზების პრობლემაზე და საზღვრიდან უკან გაბრუნების ფაქტებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები