მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ცენტრალურ ბანკს ახალი პარტიული ხელმძღვანელი ჰყავს

64a2f8e7cc851
შოთა ტყეშელაშვილი
03.07.23 20:35
540
ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, პან გონგშენგი ცენტრალური ბანკის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელის პოსტზე დაინიშნა. ჩინეთის ცენტრალურ ბანკში აღნიშნული თანამდებობა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პოსტზე უფრო მნიშვნელოვანია, რადგანაც ბანკს ფაქტობრივად პარტიული ხელმძღვანელი მართავს.

Financial Times-ის ინფორმაციით, გონგშენგი მალევე ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობასაც დაიკავებს. ის ამ პოსტზე უი განგს შეცვლის, რომელსაც ეს თანამდებობა 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეკავა.

პან გონგშენგი ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე 2012 წლიდან მუშაობდა, 2008-2010 წლებში კი ქვეყნის სახელმწიფო სოფლის მეურნეობის ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იყო. გონშენგს განათლება მიღებული აქვს როგორც ჩინეთში, ასევე დასავლეთში, კერძოდ კი სადოქტორო ნაშრომები კემბრიჯსა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში აქვს დაცული.

ცენტრალური ბანკის მმართველის შეცვლა ქვეყანაში პანდემიის ფონზე დაბალ ეკონომიკურ აღდგენას უკავშირდება. 2023 წლის პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 4.5%-ით გაიზარდა, თუმცა Financial Times-ის თანახმად, მეორე კვარტლის ზრდის მაჩვენებლები უფრო დაბალი იქნება. მოსალოდნელია, რომ ჩინეთი ქვეყნის ეკონომუკური ზრდის წახალისებისთვის დამატებით ფისკალურ და მონეტარულ სტიმულებს აამოქმედებს. ამასთან, ამჟამად ჩინური იუანი ბოლო 7 თვის განმავლობაში ყველაზე სუსტ კურსზე ივაჭრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები