მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამსუბუქებს

6491630ca40c3
გიორგი თოლორდავა
20.06.23 12:48
432
გართულებული გეოპოლიტიკური ვითარების და ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების ფონზე, ჩინეთის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების გადაწყვეტილებას იღებს.

სახალხო ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით, საშუალოვადიანი სასესხო განაკვეთი დამატებით 10 საბაზო პუნქტით, 3.55%-მდე შემცირდა, ხოლო ხუთწლიანი განაკვეთის მოცულობა 4.20%-მდე დაეცა. ანალოგიური გადაწყვეტილება ცენტრალურმა ბანკმა გასულ თვესაც მიიღო. ცვლილების შედეგად, რეფინანსირების განაკვეთი სამწლიან მინიმუმამდე შემცირდა.

მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მიზანი ეკონომიკური აქტივობის წახალისებაა, ვინაიდან, დაბალი განაკვეთის პირობებში მომხმარებელს მეტის ხარჯვის სურვილი უჩნდება; მეწარმეები და ბიზნესები უფრო მარტივად ახერხებენ კაპიტალის მოზიდვას და გაფართოებას; ინვესტორები კი შედარებით სარისკო პროექტებსა და სტარტაპებში თანხის დაბანდებისგანაც ნაკლებად იკავებენ თავს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ინოვაციასა და ტექნოლოგიურ პროგრესს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს ჩინეთის საცალო ვაჭრობის სექტორი მხოლოდ 1%-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება პროგნოზირებულ მაჩვენებელს. იმედგამაცრუებელი შედეგებია ინდუსტრიულ წარმოებასთან მიმართებითაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები