მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ეკონომიკა პროგნოზირებულზე მეტად გაიზარდა

ჩინეთი

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები განაახლა. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, ჩინეთის ეკონომიკა წლიურად 4.6%-ით გაიზარდა, რაც, მართალია, პროგნოზირებულ მაჩვენებელს აღემატება, მაგრამ მეორე კვარტალში დაფიქსირებულ წლიურ ზრდას 0.1 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება. კვარტალურ ჭრილში, ჩინეთის მთლიანმა შიდა პროდუქტმა მესამე კვარტალში 0.9%-ით იმატა.

ამ ზრდის დიდი ნაწილი სექტემბერზე მოდის, როცა ჩინეთის ხელისუფლებამ ეკონომიკის სტიმულირების მრავალმილიარდიანი პაკეტი აამოქმედა, რომელიც დაფინანსების პროგრამას, საპროცენტო განაკვეთების და სარეზერვო მოთხოვნების შემცირებას და სახელმწიფო სუბსიდიებს ითვალისწინებს. როგორც აზიურ სახელმწიფოში ამბობენ, კომუნისტური პარტიის ამ გადაწყვეტილებამ გააჩინა მოლოდინი, რომ წლის ბოლოსთვის, ჩინეთის ეკონომიკა დაგეგმილი 5%-ით გაიზრდება.

პოზიტიური აღმოჩნდა ჩინეთის ეკონომიკის შედეგები საცალო სექტორის გაყიდვებთან დაკავშირებით, რომელიც წლიურად 3.2%-ით არის მომატებული, რაც პროგნოზირებულ მაჩვენებელს ერთბაშად 0.7 პროცენტული პუნქტით აღემატება. ინდუსტრიულმა წარმოებამ 5.4%-ით იმატა, რაც ასევე პროგნოზირებულზე უკეთესი შედეგია და სრულ თანხვედრაში არის 5.1%-მდე შემცირებულ უმუშევრობის დონესთან. ყველაფერი ეს კი, დადებითად აისახა საფონდო ბირჟაზე, რადგან შანხაის კომპოზიტური ინდექსის მაჩვენებელმა 1.5%-ით იმატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები