მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთის ეკონომიკურმა ზრდამ სამიზნე 5%-ს მიაღწია

სი ძინპინი

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, ქვეყნის ეკონომიკამ 2025 წელს დასახულ მიზანს მიაღწია და 5%-იანი ზრდა დააფიქსირა.

სიდიდით მეორე ეკონომიკის მთლიანმა შიდა პროდუქტმა გასული წლის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს, 20 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

2025 წელს ეკონომიკური წარმატება დიდწილად განპირობებული იყო ექსპორტის ზრდით, რომელმაც რეკორდულ მოცულობას მიაღწია. აშშ-ის ბაზარზე სატარიფო შეზღუდვების არსებობის მიუხედავად, ჩინურმა პროდუქციამ გზა ალტერნატიულ ბაზრებზე, მათ შორის აზიასა და აფრიკაში იპოვა, რამაც ქვეყანას რეკორდული, 1.2 ტრილიონი დოლარის სავაჭრო პროფიციტი მოუტანა.

ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინდუსტრიულმა წარმოებამ, რომელიც 5.9%-ით გაიზარდა და მთავრობის მიერ მომხმარებელთა წახალისების პროგრამამ, რაც საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ელექტრომობილების შეძენის სუბსიდირებას მოიცავდა.

ოფიციალური მიზნის მიღწევის მიღმა ჩინეთში მაინც რჩება სერიოზული სტრუქტურული გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას 2026 წელსაც გაჰყვება. მაგალითად, უძრავი ქონების სექტორში არსებული კრიზისი გრძელდება; ხოლო საცხოვრებელი ფართების ფასები პიკურ ნიშნულთან შედარებით 20%-ით არის შემცირებული.

გარდა ამისა, ქვეყანა დეფლაციურ წნეხს განიცდის, რადგან სამომხმარებლო ფასები 2025 წელს მხოლოდ 0.8%-ით გაიზარდა. ასევე პრობლემაა უცხოური კაპიტალის გადინება და აშშ-ის მთავრობის მხრიდან მომავალი ზეწოლა, რომელიც ჩინეთის ტექნოლოგიურ სექტორს განსაკუთრებით ზღუდავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები