მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთის ელჩმა ირაკლი კობახიძე ნოემბერში შანხაიში, საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე დაპატიჟა

ჩინეთის ელჩი

"ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს შეხვდა.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკაზე. ჩინეთის ელჩმა კობახიძეს გადასცა ჩინური მხარის ოფიციალური მიწვევა ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, რომელიც შანხაიში 5-10 ნოემბერს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები