მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ფლოტს ახალი ავიამზიდი შეემატა - რა გამოარჩევს “ფუწიენს”

ავიამზიდი
BM. GE
07.11.25 23:21
• 3125

ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი ფლოტის მესამე და ყველაზე განვითარებული ავიამზიდი, “ფუწიენი” დღეიდან ოპერირებას იწყებს. წყალში ჩაშვების ცერემონიას პრეზიდენტი სი ძინპინი დაესწრო.

საგულისხმოა, რომ ის ქვეყნის ისტორიაში პირველი ავიამზიდია, რომელიც მთლიანად ჩინეთში აიგო. ეს კი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო შესაძლებლობების განვითარების მაღალ ხარისხზე მიუთითებს. რაც ყველაზე საინტერესოა, “ფუწიენი” უახლეს ელექტრომაგნიტურ კატაპულტირების სისტემას (EMALS) იყენებს. აღნიშნული ტექნოლოგია მძიმე საფრენი აპარატების საწვავითა და იარაღებით დატვირთვის, ასევე მათი წარმატებული აფრენის შესაძლებლობას იძლევა. ყოველივე ეს ავიამზიდის ოპერაციულ ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.

უკვე წლებია, რაც ოფიციალური პეკინი საკუთარი საზღვაო ფლოტის მოდერნიზაციის გზით სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას ცდილობს. ამ მხრივ, ამოცანა წყნარი ოკეანის აუზში გავლენების გავრცელებაა.

საავიაციო ფრთა, რომელიც ავიამზიდზე იმსახურებს, უახლესი J-35 ავიაგამანადგურებლებისა და KJ-600 ადრეული გაფრთხილების თვითმფრინავებისგან შედგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები