მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის გამოფენაში მონაწილეობისთვის საკვების და სასმლის მწარმოებლებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

ჩინეთი გამოფენა

სოფლის განვითარების სააგენტო ჩინეთში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის საკვების და სასმლის მწარმოებლებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო. როგორც სააგენტო იტყობინება, გამოფენის შესარჩევ კონკურსში განაცხადები მიღება 2024 წლის 20 მარტიდან 10 აპრილის 18:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება.

გამოფენა Sial Shenzen 2024 მიმდინარე წლის 2-4 სექტემბერს ჩინეთის ქალაქ შენჭენში გაიმართება.

საერთაშორისო გამოფენის ფართობი მოიცავს 60,000 კვადრატულ მეტრს. მას 1,500-ზე მეტი კომპანია და 67,000-ზე მეტი დამთვალიერებელი დაესწრება მთელი მსოფლიოდან.

“ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ საკვებ ან/და სასმელ პროდუქციას. გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს: წარმოებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო გამოფენის შინაარსს, წინა ერთი კალენდარული წლის პერიოდში განხორციელებულ საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობისას არ უნდა ჰქონდეს დარღვეული ხელშეკრულების პირობები, არ უნდა ჰქონდეს სააგენტოსთან მიმდინარე სასამართლო, სააღსრულებო და სხვა სამართლებრივი წარმოება/დავა, არ უნდა გქონდეთ საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე)”, - იტყობინება სოფლის განვითარების სააგენტო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები