მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის მთავრობა წელს $285 მილიარდის ვალს აიღებს

ჩინეთი

ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ჩინეთის მთავრობა წელს 285 მილიარდი დოლარის სუვერენული ვალის აღებას გეგმავს.

Reuters-ის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო სწორედ ამ მოცულობის ობლიგაციებს გამოუშვებს, რომელსაც როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორები შეიძენენ.

მართალია, ჩინეთში ინვესტიციის განხორციელების მიმართ დიდი ინტერესი გლობალურ ბაზარზე აღარ არის, თუმცა ობლიგაციების შესყიდვის სურვილი ინვესტორებს მაინც აქვთ, რაც ამ ტიპის ფასიანი ქაღალდების უსაფრთხოებით, სტაბილურობითა და მაღალი პროცენტული სარგებლითაა განპირობებული.

როგორც ცნობილია, თანხის თითქმის ნახევარი ეკონომიკური ზრდის წახალისებას და კრიზისის პირას მყოფი სექტორების მხარდაჭერას მოხმარდება.

ეს $285-მილიარდიანი ფისკალური პაკეტი იმ მასშტაბური გეგმის ნაწილია, რომლის ამოქმედებას ჩინეთის მთავრობა უახლოეს მომავალში გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები