მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Huawei-ს პირველი ნახევრის წმინდა მოგება 36%-ით შემცირდა

Huawei

ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, Huawei-ს პირველი ნახევრის წმინდა მოგება 36%-ით შემცირდა და 23.81 მილიარდი იუანი ($3.54 მლრდ.) შეადგინა.

არსებული ინფორმაციით, მოგების კლება გაზრდილმა საოპერაციო ხარჯებმა და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით განხორციელებულმა მასშტაბურმა ინვესტიციებმა განაპირობა. ამავე პერიოდში კომპანიის შემოსავალი 9.6%-ით გაიზარდა და 467.82 მილიარდ იუანს ($69.55 მლრდ.) მიაღწია. საყურადღებოა, რომ თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მოგების 32%-იანი კლება დაფიქსირდა, ამჯერად ვარდნის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა.

აღსანიშნავია, რომ Huawei-ს კვლევისა და განვითარების ხარჯები 25.2%-ით გაიზარდა და 121.38 მილიარდი იუანი შეადგინა, რაც მთლიანი შემოსავლის 25.9%-ია. თავის მხრივ, პროდუქციის წარმოების თვითღირებულება 12.4%-ით გაიზარდა და შემოსავლების ზრდის ტემპს გადააჭარბა. ამასთან, კომპანიის საოპერაციო ფულადი ნაკადი უარყოფით ნიშნულზე გადავიდა და -39.88 მილიარდი იუანი ($5.9 მლრდ.) შეადგინა, მაშინ როდესაც გასულ წელს ის 31.18 მილიარდ იუანს უტოლდებოდა. არსებული მონაცემებით, სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოცულობა 2025 წლის ბოლოსთან შედარებით 42%-ით გაიზარდა.

წმინდა მოგების შემცირებას პრობლემურად არ აღიქვამენ თავად Huawei-ში, რადგან, როგორც ჩინური გიგანტის წარმომადგენლები განმარტავენ, ისინი საბოლოო მიზნად უცხოურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების შემცირებასა და ხელოვნური ინტელექტის ჩიპების წარმოების გაფართოებას ისახავს. მასთან დაკავშირებული ხარჯები კი მხოლოდ მოკლევადიანი გამოწვევაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები