მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას მოიცავს Huawei-სა და Qualcomm-ის მრავალწლიანი საპატენტო შეთანხმება?

Huawei და Qualcomm

ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Huawei-მ ჩიპების მწარმოებელ ამერიკულ კომპანია Qualcomm-თან ხელოვნური ინტელექტის, 5G-ის, გამოთვლითი და ქსელური ტექნოლოგიების სფეროს განვითარების მრავალწლიანი საპატენტო შეთანხმება გააფორმა.

დოკუმენტი Qualcomm-ის მიერ გამოთვლით, ქსელურ და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებებთან დაკავშირებული რამდენიმე ამერიკული პატენტის შესყიდვას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ეს არის მხარეებს შორის გაფორმებული პირველი საპატენტო შეთანხმება, რომელიც 5G ტექნოლოგიებზე ვრცელდება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ახალი გარიგების დასრულების შემდეგ, Huawei-ს საპატენტო ხელშეკრულებების საერთო ღირებულება $6.9 მილიარდს გადააჭარბებს. კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირების მიმართულებას დადებითი შემოსავალი უკვე მრავალი წელია მოაქვს.

ცნობისთვის, აქამდე მხარეებს შორის გარიგების დადება ვერ ხერხდებოდა, რადგან აშშ-ს 2019 წლიდან 2026 წლამდე დაწესებული ჰქონდა სავაჭრო შეზღუდვა ჩინური კომპანიებისთვის. აღსანიშნავია, რომ Qualcomm-თან შეთანხმებამდე, Huawei-მ სალიცენზიო ხელშეკრულება აგვისტოში HP Inc-თან გააფორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები