მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Boeing-მა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების $20-მილიარდიანი კონტრაქტი მოიპოვა

Boeing

ამერიკულმა კორპორაცია Boeing-მა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის ახალი თაობის სტელსის ტიპის გამანადგურებლების შექმნის კონტრაქტი მოიპოვა.

არსებული ინფორმაციით, სატესტო თვითმფრინავების წარმოების საწყის ეტაპზე პენტაგონმა არჩევანი სწორედ ამ კომპანიაზე შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ Boeing-ის მთავარი მეტოქე Northrop Grumman-ი იყო, რომელიც $20-მილიარდიანი კონტრაქტის გაფორმებისთვის თავადაც იბრძოდა.

როგორც მედია წერს, ვაშინგტონის მიერ გამოცხადებული ახალი ტენდერი წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის შეკავებასა და ამერიკის სამხედრო სტრატეგიის გაძლიერებაზეა გათვლილი. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, სერიული წარმოების დაწყებისა და საერთაშორისო შეკვეთების გათვალისწინებით, პროგრამის ჯამური ღირებულება მომავალში ასობით მილიარდს გადააჭარბებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამ გამარჯვებით Boeing-მა ზედიზედ ორ წელიწადში ორი უმსხვილესი კონტრაქტი გაიფორმა. როგორც ცნობილია, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ გასული წლის მარტში კომპანია სამხედრო-საჰაერო ძალების F-47 გამანადგურებლის შემქმნელადაც შეარჩია.

პენტაგონის შეიარაღების შესყიდვების ხელმძღვანელის, მაიკლ დაფის შეფასებით, ეს პროექტი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და ქვეყნის გრძელვადიანი საჰაერო შესაძლებლობებისთვის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია იქნება.

აღსანიშნავია, რომ პენტაგონის გადაწყვეტილებას საფონდო ბირჟაზე მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა. Boeing-ის აქციების ფასი 2.25%-ით გაიზარდა, ხოლო Northrop Grumman-ის აქციების ფასმა 3.5%-ით დაიკლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები