ჩინეთის მთავრობამ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, რომელიც დეფიციტის ზრდას ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-მდე ითვალისწინებს. ეს მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია და ის დაახლოებით 800 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მთავრობის სტრატეგიის ცვლილებაზე მიუთითებს, რომელსაც ეკონომიკური ზრდის სტიმულირება აქვს დასახული მიზნად.
ბიუჯეტის დეფიციტი წარმოადგენს მთავრობის ხარჯებსა და შემოსავლებს შორის არსებულ სხვაობას, რომელიც, როგორც წესი, ვალით იფარება. დეფიციტის ზრდა მიუთითებს, რომ ჩინეთის მთავრობა აპირებს მეტი რესურსის დახარჯვას ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალური პროგრამების გაფართოებაზე და ეკონომიკის სტიმულირებაზე.
ამ გადაწყვეტილებას აქვს როგორც დადებითი მხარეები, ასევე პოტენციური რისკები. დეფიციტის ზრდა ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესებას, თუმცა, ამავდროულად, ვალის ზრდა შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას, რომელიც, უძრავი ქონების სექტორის გამო, ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაშია.
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წლისთვის ჩინეთის მთავრობა 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ხოლო მშპ-ის მოცულობის მაჩვენებელი $20 ტრილიონზეა გათვლილი.