მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ვირუსთან ბრძოლაში აშშ-ის მტერი არ ვართ

5e9d84c2a6b1d
ნათია თაქთაქიშვილი
20.04.20 19:30
2142
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში „ჩინეთი აშშ-ის მტერი არ არის“. ეს განცხადება სამინისტრომ აშშ-ის იმ ბრალდებებთან დაკავშირებით გააკეთა, რომლითაც სახალხო რესპუბლიკას გაუმჭირვალეობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ამერიკელები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ჩინეთი მათი მტერი არ არის. საერთაშორისო საზოგადოება უნდა გაერთიანდეს, რათა ვირუსთან ბრძოლაში გაიმარჯვოს“, – განაცხადეს ჩინეთის საგარეო უწყებაში.

მათივე თქმით, „პანდემიის დროს ჩინეთზე თავდასხმა აშშ-ს კარგს არაფერს მოუტანს“.

„ჩინეთზე თავდასხმა ვერ დააბრუნებს დაკარგულ დროს და სიცოცხლეებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ პატივისცემით მოეკიდება ფაქტებს, მეცნიერებას და საერთაშორისო კონსესუსს. მათ უნდა შეწყვიტონ ჩინეთზე თავდასხმა და პეკინის დადანაშაულება. შეწყვიტეთ უპასუხისმგებლო კომენტარები და ფოკუსირებული იყავით ვირუსთან ბრძოლასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე“, – განაცხადეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთში გამომძიებლების გაგზავნა მოითხოვა. კორონავიურისის გავრცლების საკითხზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება, ასევე, მოითხოვა ავსტრალიამაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები