მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთის საწარმოო აქტივობა გაიზარდა

უვიზო

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსალოდნელზე უკეთეს შედეგებს ასაჯაროებს - მარტში ინდუსტრიული წარმოების მაჩვენებელი 51.1 პუნქტამდე გაიზარდა, ეს კი იმის მაუწყებელია, რომ ჩინური ქარხნები და საწარმოები იმაზე უფრო მეტ პროდუქტს ქმნიან, ვიდრე შარშან.

ამ მაჩვენებელს ინვესტორები განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობენ, რადგან წარმოების სექტორზე ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 28% მოდის, ანუ ეს ქვეყნისათვის კრიტიკული მნიშვნელობის ეკონომიკური სექტორია.

წელს ყველაზე ცუდი შედეგები ჩინეთს უძრავი ქონების მიმართულებით აქვს. ამ სექტორში ჩადებული ინვესტიციის მოცულობა 10%-ითაა შემცირებული, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ უმსხვილესი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები კოლაფსის პირას არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები