ჩინეთის სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს, ტან რენჯიანს კორუფციის საქმეზე სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს, თუმცა სასჯელი ძალაში ორი წლის შემდეგ შევა.
სასამართლომ დაადგინა, რომ 2007-2024 წლებში ტან რენჯიანი სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნისას თავის გავლენას იყენებდა კომპანიებისა და კერძო პირების დასახმარებლად ბიზნესში, კონტრაქტების მიღებასა და თანამდებობებზე დანიშვნაში. ამის სანაცვლოდ მან, უშუალოდ ან შუამავლების მეშვეობით, 268 მილიონ იუანზე მეტი თანხა და ქონება მიიღო.
ყოფილმა ჩინოვნიკმა ბრალი აღიარა.
კანონის მიხედვით, ასეთი დანაშაული სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს, თუმცა სასამართლომ გაითვალისწინა მისი ბრალის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა და ქრთამის უმეტესი ნაწილის ნებაყოფლობითი დაბრუნება. სწორედ ამიტომ სასჯელი ორწლიანი შეწყნარების ვადით დაინიშნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას სიკვდილით 2 წლის შემდეგ დასჯიან.
მასშტაბური ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში, რომელიც ჩინეთის მთავარმა კომუნისტურმა პარტიამ პრეზიდენტ სი ძინპინის პირობებში 2012 წელს დაიწყო, მილიონზე მეტი ჩინელი მოხელე დაისაჯა ან დასაჯა. კამპანიაში ათეულობით მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერიც მოხვდა.




























