მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის სურვილი: აშშ-თან შეთანხმების შემთხვევაში პეკინი $20 მლრდ-ის პროდუქციას შეიძენს

5db19e762dc3a
მიხეილ ხაჩიძე
24.10.19 22:15
6116

ჩინეთი მომდევნო ერთ წელიწადში აშშ-ისგან $20 მილიარდის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის შეძენას აპირებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩინეთსა და შტატებს შორის სავაჭრო ხელშეკრულების პირველი ეტაპი და შემდგომი მოლაპარაკებები წარმატებით წარიმართება, სახალხო რესპუბლიკა გეგმას განახორციელებს.



აღსანიშნავია, რომ 20 მილიარდი აშშ დოლარის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი შტატებთან ჩინეთს სავაჭრო ურთიერთობებს დაახლოებით, იმ დონეზე დაუბრუნებს, სანამ 2017 წელს ტრამპი სახალხო რესპუბლიკასთან საბაჟო ტარიფების დაწესებას დაიწყებდა და მხარეებს შორის სავაჭრო ომს გაამძაფრებდა.



როგორც სანდო წყარო გავლენიან ბიზნეს-პორტალთან აცხადებს, საბოლოო გარიგების მეორე წელს კი, იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი ყველა სადამსჯელო ტარიფს მოხსნის, პეკინი შტატებისგან  $40-50 მილიარდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას შეიძენს.



შეგახსენებთ, რომ ორივე ქვეყანა ამჟამად შეზღუდვების შემცირებაზე აქტიურად მუშაობს. ამ თვის დასაწყისში ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, შტატებმა ჩინეთისთვის ოქტომბერში ტარიფების ზრდის გადაწყვეტილება გააუქმა.


თუ მხარეებს შორის მოლაპარაკებები კარგად წარიმართება, ტრამპი შესაძლოა, ნოემბერში ჩინელ კოლეგას ჩილეში შეხვდეს, სადაც Bloomberg-ის ცნობითვე, შეთანხმების გაფორმება მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები