მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა

ჩინეთის ცენტრალური ბანკი

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, შედეგად, საშუალოვადიანი რეფინანსირების განაკვეთი ისევ 2.5 პროცენტზე დარჩა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ აქამდე ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების სტრატეგიაზე იყო გადართული, თუმცა ამჯერად მარეგულირებელმა ორგანომ შედარებით კონსერვატიული მიდგომა აირჩია.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება ინვესტორებისთვის მოულოდნელი იყო, რადგან ისინი განაკვეთის დამატებით შემცირებას და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდას მოელოდნენ, რადგან ქვეყანა დეფლაციის რისკის წინაშე დგას. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ჩინეთში ინფლაციის დონე მინუს 0.3%-ს შეადგენს, ანუ ტექნიკურად ქვეყანაში დეფლაციაა, ეს კი ჩინეთის მსგავსი ეკონომიკისათვის მიუღებელია.