მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთის უმდიდრესი მოქალაქეები 2025 წელს - TOP 10

ჩინეთი

აშშ-სთან სავაჭრო ურთიერთობის გამწვავების მიუხედავად, ჩინური საფონდო ბირჟები ზრდას აგრძელებენ. The Hang Seng ინდექსი თითქმის 20%-ით გაიზარდა, ტექკომპანია DeepSeek-ის მიერ იანვარში ახალი AI მოდელის გამოშვებამ კი ინვესტორთა ინტერესი ქვეყნის ტექნოლოგიურ სექტორისკენ მოაბრუნა. შედეგად, ჩინელ მილიარდერთა რეიტინგში აღრიცხული ბიზნესების ქონებამ ჯამურად $1.86 ტრილიონი შეადგინა - წლიური ზრდა 26%-ია.

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსში შემავალი 500 ბიზნესმენიდან, 5 ნოემბრის მონაცემებით, ჩინეთის მოქალაქე 60 მათგანია. მათ შორის უმდიდრესი, ჟონგ შანშანი, სრულ რეიტინგში 23-ე ადგილს იკავებს.

ჩინეთის უმდიდრეს მოქალაქეთა სრული ათეული კი ასე გამოიყურება:

1. ჟონგ შანშანი - $75.9 მლრდ

ჟონგ შანშანი ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი და ქვეყანაში ბოთლის წყლის მწარმოებელი წამყვანი კომპანია Nongfu Spring-ის დამფუძნებელია. 1954 წელს დაბადებულ ბიზნესმენს სკოლა არასდროს დაუმთავრებია. ბიზნესის დაფუძნებამდე კი არაერთ პოზიციაზე მუშაობდა, მათ შორის მშენებლობაზე ან გამომცემლობაში. Nongfu Spring შანშანმა 1996 წელს დააფუძნა.

2. მა ჰუატენგი - $68.8 მლრდ

Tencent Holdings-ის, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური და გასართობი კონგლომერატის თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, ჩინეთის რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანია. იგი 1971 წელს დაიბადა და ტექინდუსტრიაში შესვლამდე კომპიუტერულ მეცნიერებებს სწავლობდა. კომპანია კი 1998 წელს, ოთხ პარტნიორთან ერთად დააფუძნა.

3. ჟანგ იმინგი - $59.6 მლრდ

ჟანგ იმინგი ByteDance-ის, TikTok-ისა და მისი ჩინური ანალოგის, Douyin-ის დამფუძნებელია. იგი 1983 წელს დაიბადა, გლობალური მასშტაბის კომპანია კი 2012 წელს დააფუძნა, რასაც 2017 წელს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის დაბადება მოჰყვა.

4. კოლინ ჰუანგი - $47.2 მლრდ

კოლინ ჰუანგი, ასევე ცნობილი როგორც ჰუანგ ჟენგი, ჩინეთის ყველაზე სწრაფად მზარდი ელ.კომერციის პლატფორმა Pinduoduo-ს დამფუძნებელია. ჰუანგი 1980 წელს დაიბადა. მუშაობდა Google-სა და სხვა ტექნოლოგიურ ფირმებში, ვიდრე 2015 წელს სავაჭრო პლატფორმას შექმნიდა.

5. ჯეკ მა - $46.6 მლრდ

ასევე მსხვილი სავაჭრო პლატფორმის, Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა 1964 წელს დაიბადა. კომპანია 1999 წელს, მცირე ბიზნესებისთვის გაყიდვის არხის შეთავაზების მიზნით დააფუძნა. დღეს ჰოლდინგი ჩინეთის ელექტრონული კომერციის გიგანტებს, Taobao-სა და Tmall-ს აერთიანებს.

6. უილიამ დინგი - $44.1 მლრდ

7. ჟანგ ბო - $38.5 მლრდ

8. ლეი ჯუნი - $37 მლრდ

9. ჰე შიენგჯიანი - $36.3 მლრდ

10. ჰუანგ შილინი - $26.4 მლრდ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები