მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჯენი საქართველოს ეწვევა

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჯენი, ოფიციალური მოწვევის საფუძველზე, 6-დან 12 ნოემბრამდე სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მაო ნინგის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელმძღვანელობასთან ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთო ინტერესის მქონე საკითხებს განიხილავს.

მაო ნინგის შეფასებით, ჩინეთი და საქართველო ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორები არიან. მისი თქმით, ორმხრივი კავშირები ორი სახელმწიფოს ლიდერების შეთანხმების საფუძველზე სწრაფად ვითარდება, პარტნიორობას კი სხვადასხვა სფეროში ხელშესახები შედეგები მოაქვს.

მაოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ პეკინი ქართულ მხარესთან ერთად მიღწეული შეთანხმებების სრულად შესრულებას, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ორმხრივი კავშირების სტაბილურ განვითარებას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ 6-დან 12 ნოემბრამდე დაგეგმილი საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი თურქეთსაც ეწვევა. ინფორმაციისთვის, ჰან ჯენი, ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის სპეციალური წარმომადგენლის რანგში, ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის ლიდერთა სამიტს დაესწრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები