ჩინეთის ინდუსტრიისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრომ და კიბერსივრცის სახელმწიფო ადმინისტრაციამ ქვეყნის წამყვან კომპანიებს, ByteDance-სს, Alibaba-სა და Tencent-ს მოსთხოვა, შეწყვიტონ Nvidia-ს H20 ტიპის ჩიპების შეძენა. რეგულატორმა ორგანოებმა ბრძანება უსაფრთხოების რისკების არსებობით ახსნეს.
მათი შეფასებით, არსებობს საფრთხე, რომ ტექ-გიგანტმა ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობის შესახებ ამერიკულ მხარეს დეტალური ინფორმაცია გადასცეს, ეს კი ჩინეთისთვის სერიოზულ რისკებს აჩენს. რეგულატორების განცხადებით, ამიერიდან, აღნიშნულმა კომპანიებმა მყარი არგუმენტებით უნდა დაასაბუთონ, რატომაა Nvidia-ს მოწყობილობების შეძენა აუცილებელი და რას სთავაზობს მათ ამერიკული ჩიპი ისეთს, რაც ბაზარზე არსებულ ალტერნატიულ კომპანიებს არ აქვთ.
ჩინეთის რეგულატორული ორგანოების მიერ გადაწყვეტილების გაჟღერება ამერიკული მხარისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა Nvidia-სა და AMD-ს ჩინეთში პროდუქციის ექსპორტის უფლება მოგების 15%-ის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის სანაცვლოდ დართო. როგორც ჩანს, ჩინეთისადმი ამერიკის პრეზიდენტის მკაფიო უნდობლობის ფონზე, სის ხელისუფლება ამერიკული ტექ-გიგანტებისთვის დისკომფორტის შექმნას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში AI ჩიპების წარმოების ინდუსტრიაში ადგილობრივი კომპანიები, Huawei და Cambricon-იც გამოჩნდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ჩინეთი სწორედ მათი ხელშეწყობით ეცდება Nvidia-ზე დამოკიდებულების შემცირებას. Nvidia-ზე, რომელმაც გასული წლის მოგების 13%, ანუ საშუალოდ $17 მილიარდი სწორედ ჩინურ ბაზარზე ვაჭრობით მიიღო.




























